istoriuli soflebi  
  
 
 

cxnari

ისტორიული სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, ქვემო ქართლში, მდინარე ხრამის მარცხენა მხარეს, ახლანდელი სოფ. ფიტარეთის (თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი) დასავლეთით დაახლოებით 3 კმ-ზე.

წყაროებში პირველად იხსენიება XVI საუკუნეში. ისტორიულ ცხნარის მიდამოებში რამდენიმე ძეგლია: სამხრეთ-დასავლეთით, გორაკზე, ციხის ნანგრევებია. ნასოფლარის განაპირას შემორჩენილია დარბაზული ტიპის ეკლესია, რომელსაც სამხრეთიდან გვიანდელი პერიოდის მინაშენი აქვს. ეკლესია მოჩუქურთმებულია. აქვს ორი წარწერა. ერთის მიხედვით, იგი სოფლის მოსახლეობას აუგია მეფე დავით VII ულუსა და ფეოდალ ვარამ გაგელის დროს (XIII ს.). მეორე, ეკლესიის სამხრეთ მინაშენში ჩაყოლებული ქვაჯვრის ასომთავრული წარწერის თანახმად, ჯვარი აღმართულია კოჟოლის ძეთა მიერ (ფაქტი უნდა მიუთითებდეს, რომ XII საუკუნემდე აქ სხვა ტაძარი იდგა).


მხარე ქვემო ქართლის მხარე
მუნიციპალიტეტი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
თემი  
კოორდინატები  
ადრეული სახელები  
ცენტრის სიმაღლე  
ფართობი  
მოსახლეობა  
ეროვნული შემადგენლობა  
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
საფოსტო ინდექსი